ვისწავლეთ ბროშურის გაკეთება. გეგმის შაბლონის შევსება-რისთვისაც ჩვენს თემასთან დაკავშირებული სტანდარტები მოვძებნეთ,განვსაზღვრეთ მიზნები და ამოცანები.ვისწავლეთ გრაფიკული ორგანაიზერის გამოყენება კერძოთ კონცეპტუალური რუკებიკავშირი,დაკვირვება, ინტერესი.
.ჩემი თემაა: "ცხოველთა საარსებო გარემო"
ვგეგმავ მოვიძიოთ ინფორმაცია თახვების შესახებ,ვაჩვენო ვიდეო,თუ სად და როგორ ცხოვრობენ და აკეთებენ ბუდეებს.
თამრიკო მივიღე შენი კომენტარი, მადლობა იმისათვის, რომ მამხნევებ. შენი ძალიან საინტერესო თემაა.კარგია,რომ შინაარსობრივი მხარე კარგად გაგიგია.
ReplyDeleteქალბატონო თამარ, კარგია რომ ვიდეოს ჩვენებით იწყებთ ბავშვების დაინტერესებას. ასევე გამოიყენეთ მხატვრული ნაწარმოებებიც. საინტერესო თემა გაქვთ არჩეული. რას გეგმავთ პროექტის ფარგლებში? რა დავალებები გაქვთ ჯგუფებისთვის მოფიქრებული? რა დასკვნების გაკეთება მოუწევთ მათ?ინფორმაციას რომელსაც მოიძიებენ რა სახით წარმოადგენენ? რომელი ნაწარმოებით, ფილმით ან დოკუმენტური მასალით დააფიქრებთ ცხოველების ცხოვრებაზე მათ საჭიროებასა და მოთხოვნებზე? მიზანი დაწერეთ ძალიან კონკრეტულად ისე რომ შეძლოთ შეფასება.დაწვრილებით გაწერეთ გეგმაში ყოველი კვირის პროცედურა. tpdc.ge/essentials-ზე რესურსებში მოძებნეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები zip ფაილები აქ ნახეთ პროექტი ,,მასწავლებლის საყვარელი ცხოველი" და ,,გავიცნოთ დათვები". ვფიქრობ დაგეხმარებათ თქვენ პროექტში და მოგცემთ დამატებით იდეებს და მიმართულებებს.
ReplyDelete